რას მოიცავს HVAC ინჟინერია ?

რას მოიცავს HVAC ინჟინერია ?

HVAC სისტემების კლასიფიკაცია მათი დანიშნულების მიხედვით

🏠 Residential (საცხოვრებელი - ბინა / სახლი)

➡️ გამოიყენება:

Split - სპლიტ სისტემა (On/Off & Inverter)

კონდიცირების ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც შედგება ერთი შიდა და ერთი გარე ბლოკისგან.
მუშაობის პრინციპი: მაცივარაგენტის ცირკულაციით ხდება ჰაერის გაგრილება ან გათბობა.

შემადგენლობა:

  • შიდა ბლოკი (Indoor Unit)
  • გარე ბლოკი (Outdoor Unit)
  • მაკავშირებელი კაბელი + კვების წყარო
  • სპილენძის მილები

Multi Split - მულტი სპლიტ სისტემა

კონდიცირების სისტემა, სადაც ერთი გარე ბლოკი რამდენიმე შიდა ბლოკს ემსახურება.

შემადგენლობა:

  • 2-5 შიდა ბლოკი (Indoor Unit)
  • 1 გარე ბლოკი (Outdoor Unit)
  • მაკავშირებელი კაბელი + კვების წყარო, მართვის სისტემა
  • განშტოებული სპილენძის მილები (გარე ბლოკიდან თითოეულ შიდა ბლოკამდე მიდის ინდივიდუალური მილების წყვილი)

Mini VRF - მინი VRF სისტემა

ეს არის VRF / VRV სისტემის შემცირებული ვერსია.

შემადგენლობა:

  • 4-8 შიდა ბლოკი (Indoor Unit)
  • 1 ჭკვიანი გარე ბლოკი (Outdoor Unit)
  • ჭკვიანი მართვის სისტემა
  • ცენტრალური მაგისტრალი და განშტოებები (Refnet / Y-Joint) - ეს ზოგავს მილების რაოდენობას დიდ მანძილებზე

🏢 Commercial (კომერციული შენობები - ოფისი / მაღაზია / სასტუმრო / მოლი)

➡️ გამოიყენება:

VRF / VRV - ცვალებადი მაცივარაგენტის ნაკადის სისტემა

  • VRF (Variable Refrigerant Flow) - ზოგადი ტექნოლოგიის სახელია
  • VRV (Variable Refrigerant Volume) - იგივე ტექნოლოგია, Daikin-ის დაპატენტებული სავაჭრო ტერმინი

სისტემა საშუალებას აძლევს ერთ გარე ბლოკს ემსახუროს მრავალი შიდა ბლოკი. იდეალურია კომერციული შენობებისთვის ინდივიდუალური კონტროლისა და ენერგოეფექტურობისთვის.
"Heat Recovery" (სითბოს აღდგენის) ფუნქცია - 3-მილიანი სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ერთ ოთახი გააგრილოს, ხოლო მეორე გაათბოს ერთდროულად.

შემადგენლობა:

  • Outdoor Unit (გარე ბლოკი - ინვერტორული)
  • Indoor Units (შიდა ბლოკები: კედლის, კასეტური, არხული)
  • Copper Pipes (სპილენძის მილები) + Refnet Joints / Y-Joint (გამანაწილებლები)
  • Communication Cable (მართვის კაბელი)
  • Central Controller (ცენტრალური მართვის პულტი)

Rooftop Units - RTU (სახურავის მონობლოკი)

Packaged (ერთიანი) ტიპის დანადგარი, რომელიც მონტაჟდება სახურავზე. ჰაერს ამუშავებს და არხების (Ducts) საშუალებით აწვდის დიდ სივრცეებს.

შემადგენლობა:

  • Monoblock Casing (ერთიანი კორპუსი)
  • Compressor & Coils (კომპრესორი და თბომცვლელები ერთად)
  • Supply & Return Fans (მიმწოდებელი და შემწოვი ვენტილატორები)
  • Economizer (ეკონომაიზერი - გარე ჰაერის დამშლელი)

Packaged Units (კომპაქტური / პაკეტური აგრეგატები)

RTU-ს მსგავსი სისტემა, სადაც ყველა კომპონენტი ერთ „ყუთშია“. შეიძლება დამონტაჟდეს მიწაზეც. გამოიყენება მცირე კომერციულ ფართებში.

შემადგენლობა:

  • Self-contained Unit (ყველაფერი ერთ ბლოკში)
  • Thermostat (მართვის თერმოსტატი ოთახში)
  • Ductwork (ჰაერსადინრები)

Chiller + FCU (ჩილერი და ფანკოილი)

წყლის სისტემა (Hydronic System). Chiller აცივებს/აცხელებს წყალს, რომელიც მილებით მიეწოდება ოთახებში არსებულ ფანკოილებს (FCU). თანამედროვე ჩილერების უმეტესობა Heat Pump (შექცევადი) ტიპისაა (4-pipe system).

შემადგენლობა:

  • Chiller (წყლის გასაცივებელი დანადგარი)
  • Hydronic Module (ჰიდრავლიკური მოდული: ტუმბოები, ავზები)
  • Fan Coil Units - FCU (ფანკოილები: შიდა ბლოკები)
  • Piping System (წყლის მილები და იზოლაცია)

AHU + FCU (ჰაერის დამუშავების აგრეგატი და ფანკოილი)

კომბინირებული სისტემა. AHU აწვდის სუფთა ჰაერს ცენტრალურად, ხოლო FCU არეგულირებს ტემპერატურას ოთახში. ასევე გამოიყენება VAV სისტემა ზონალური რეგულირებისთვის.

შემადგენლობა:

  • Air Handling Unit - AHU (ჰაერის დამუშავების აგრეგატი)
  • Ducts & Diffusers (არხები და ჰაერის გამანაწილებლები)
  • Fan Coils (ფანკოილები)
  • VAV Boxes (Variable Air Volume - ცვალებადი ჰაერის მოცულობის ყუთები)
  • Chiller / Boiler (ენერგიის წყარო)

DOAS (გარე ჰაერის დამუშავების სისტემა)

Dedicated Outdoor Air System. სისტემა, რომელიც 100% გარე ჰაერს იღებს, აშრობს (Dehumidification), აგრილებს და აწვდის შენობას.

შემადგენლობა:

  • DOAS Unit (სპეც. აგრეგატი ტენის მოცილებით)
  • Energy Recovery Wheel (ენერგიის აღდგენის თბომცვლელი / რეკუპერატორი)
  • Ventilation Ducts (ვენტილაციის არხები)

🏭 Industrial (ინდუსტრიული ობიექტები - ქარხანა / საწყობი / დატა ცენტრი)

➡️ გამოიყენება:

Chillers - Air / Water Cooled (ჰაერით და წყლით გაგრილებადი)

გამოიყენება დანადგარების გასაგრილებლად (Process Cooling).

  • Air Cooled Chiller - კონდენსაცია ხდება გარემო ჰაერით.
  • Water Cooled Chiller - კონდენსაცია ხდება წყლით (Cooling Tower).
  • Free Cooling - დაბალი ტემპერატურისას ამცირებს კომპრესორის მუშაობას.

შემადგენლობა:

  • Industrial Chiller (სამრეწველო ჩილერი)
  • Cooling Tower (გაგრილების კოშკურა - მხოლოდ Water Cooled-ისთვის)
  • Process Pumps (მაღალი წნევის ტუმბოები)
  • Buffer Tank (ბუფერული ავზი)

AHU - High Air Flow / Hygienic (დიდი წარმადობის და ჰიგიენური)

განსაკუთრებით მძლავრი აგრეგატები. ხშირად სჭირდებათ სპეციალური ფილტრაცია (HEPA Filters) სტერილური გარემოსთვის.

შემადგენლობა:

  • Stainless Steel Casing (უჟანგავი კორპუსი)
  • High Pressure Fans (მაღალი წნევის ვენტილატორები)
  • HEPA / ULPA Filters (სპეც. ფილტრები)
  • EC Fans (ენერგოეფექტური ვენტილატორები)
  • Heat Recovery Section (თბოაღდგენა)
  • Humidification System (ტენიანობის კონტროლი)

Industrial Ventilation Systems (სამრეწველო ვენტილაცია)

ასპირაცია და გამწოვი სისტემები. მავნე ნივთიერებების, მტვრის ან ბოლის გაწოვა.

შემადგენლობა:

  • Centrifugal Fans (რადიალური / "ლოკოკინა" ვენტილატორები)
  • Cyclones / Scrubbers (ჰაერის ფილტრაცია მინარევებისგან)
  • MAU - Make-up Air Unit (ჰაერის კომპენსაციის აგრეგატი)
  • Industrial Ducts (სამრეწველო არხები)

Precision Cooling - CRAC / CRAH (პრეცისიული კონდიცირება)

გამოიყენება დატა ცენტრებში (Data Centers), ტემპერატურისა და ტენიანობის ზუსტი კონტროლისთვის.

  • CRAC: მაცივარაგენტზე მომუშავე.
  • CRAH: ჩილერის წყალზე მომუშავე.
  • Hot Aisle / Cold Aisle Containment (ჰაერის მენეჯმენტი).
  • Redundancy (N+1 / 2N კონფიგურაციები).

შემადგენლობა:

  • Precision Unit (ზუსტი კონდიცირების კარადა)
  • Raised Floor (აწეული იატაკი)
  • Humidifier / Reheater (დამატენიანებელი / გამათბობელი)

Refrigeration Systems (სამაცივრე სისტემები)

დაბალტემპერატურული მაცივრები (Cold Storage). პროდუქციის შესანახად (-18°C, -25°C). გამოიყენება NH3 ან CO2 სისტემები.

შემადგენლობა:

  • Refrigeration Rack (კომპრესორების სადგური)
  • Evaporators / Unit Coolers (შიდა ამაორთქლებლები)
  • Insulated Panels (სენდვიჩ პანელები)

🎛️ BMS - შენობის მართვის სისტემა (Building Management System)

➡️ გამოიყენება:

  • კომერციული: ოფისებში და სასტუმროებში კომფორტისა და ენერგიის სამართავად.
  • ინდუსტრიული: საწარმოო პროცესებისთვის (ფარმაცევტული, დატა ცენტრები).

BMS არის „შენობის ტვინი“. ცენტრალიზებულად მართავს და აკონტროლებს HVAC, განათებას და სხვა სისტემებს.

შემადგენლობა:

  • Management Server & Software (ცენტრალური სერვერი)
  • DDC Controllers (ციფრული კონტროლერები - "პატარა ტვინები")
  • Sensors (სენსორები - ტემპერატურა, ტენიანობა, CO2, წნევა)
  • Actuators & Valves (აღმსრულებელი მექანიზმები - სარქველები, დამპერები)
  • User Interface / HMI (ოპერატორის გრაფიკული ინტერფეისი)