რა მომსახურების გაწევა შეგვიძლია?

ჩვენ ვართ კონდიცირების სისტემების პროფესიონალი ტექნიკოსები

514 12 88 21
🗣️

კონსულტაცია პროფესიონალთან

კონდიციონერის შეძენამდე და დამონტაჟებამდე გაგიწევთ დეტალურ კონსულტაციას. თქვენი სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაგეხმარებით ზუსტი სიმძლავრისა და ენერგოეფექტური მოდელის შერჩევაში, რაც ელექტროენერგიის დაზოგვასა და სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებით კონდიციონერის მილების წინასწარ ჩალაგებაში კედელში.

🏗️

მილების ფარული მონტაჟი (რემონტამდე)

კონდიციონერის მილების წინასწარი ჩალაგება კედელში იდეალურია სუფთა ინტერიერისთვის. სარემონტო პროცესში, შავ ან თეთრ კარკასში, ვაწყობთ სპილენძის მილებსა და კომუნიკაციებს ისე, რომ დასრულების შემდეგ არ ჩანდეს ზედმეტი სადენები ან პლასტმასის არხები.

💧

სადრენაჟო სისტემის ზუსტი მოწყობა

კონდიციონერის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლის გადინების სწორი სისტემა. ვასრულებთ სადრენაჟო მილების ზუსტ მონტაჟს, სათანადო დახრილობისა და სტანდარტების სრული დაცვით. ეს გამორიცხავს სისტემაში წყლის დაგუბებას, ოთახში ჩამოწვეთებას, კედლის დაზიანებასა და ობის წარმოქმნას.

🛠️

მონტაჟი (დაყენება)

კონდიციონერის მონტაჟი და შიდა და გარე ბლოკების უსაფრთხო დაყენება. პროცესი მიმდინარეობს მწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რაც სისტემის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

📦

დემონტაჟი (უსაფრთხო მოხსნა)

კონდიციონერის დემონტაჟი სისტემის დაზიანების გარეშე და მაცივარაგენტის (ფრეონის) შენარჩუნებით. ვამზადებთ მოწყობილობას უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და შემდგომი ხელახალი გამოყენებისთვის.

🔍

დეტალური დიაგნოსტიკა

კონდიციონერის დიაგნოსტიკა და სისტემის კომპლექსური შემოწმება. პრობლემის, არასტანდარტული ხმების, სიმძლავრის ვარდნის ან გაგრილება/გათბობის შეფერხების მიზეზებს სწრაფად და ზუსტად ვადგენთ, შემდგომი ეფექტური აღმოფხვრისთვის.

⚙️

ნაწილების შეკეთება და ჩანაცვლება

კონდიციონერის შეკეთება და გაუმართავი, დაზიანებული ან ცვეთადი კომპონენტების ჩანაცვლება უმაღლესი ხარისხის სათადარიგო ნაწილებით.

🧩

მართვის ბლოკის (პლატის) შეკეთება

ელექტრონული მართვის ბლოკის (პლატის) სიღრმისეული დიაგნოსტიკა და კონდიციონერის შეკეთება. ძაბვის მერყეობით ან სხვა გარე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების შემთხვევაში, ვაკეთებთ მიკროსქემების აღდგენას ან პლატის შეცვლას.

🚿

ბლოკების სიღრმისეული გაწმენდა

კონდენსატორის (გარე ბლოკი) და საორთქლებლის (შიდა ბლოკი) პროფესიონალური წმენდა სპეციალური ხსნარებითა და წნევის აპარატით. დეზინფექცია არა მხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნსა და მავნე ბაქტერიებს, არამედ საგრძნობლად ზრდის ჰაერის ნაკადის სიძლიერესა და სისტემის ეფექტურობას.

🧪

მაცივარაგენტის (ფრეონის) დატუმბვა და ვაკუუმირება

ფრეონის გაჟონვის დიაგნოსტიკა, წნევის შემოწმება თანამედროვე ხელსაწყოებით, მიკრო-ჟონვის აღმოჩენა-აღმოფხვრა, სისტემის გასუფთავება ჰაერისა და ტენისგან (ვაკუუმირება) და ფრეონის ზუსტი ნორმით ჩატვირთვა.